The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანო გოკიელი

ვანო გოკიელი
ოფიციალური სახელი:ივანე გოკიელი
დაბადების თარიღი:9 ოქტომბერი, 1899
გარდაცვ. თარიღი:10 ივლისი, 1972  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის (სანქტ–პეტერბურგი) კონსევატორია 1931 წელს.

1933-1936წწ. იყო საქართველოს რადიოკომიტეტის მუსიკალურ გადაცემათა რედაქტორი; 1942-1944წწ. თბილისის კონსერვატორიის დირექტორი; დაწერილი აქვს ოპერები: "პატარა კახი" (1942, დაიდგა თბილისში), "წითელქუდა" (1960, დაიდგა თბილისში, ვილნიუსში, ხარკოვსა და დონეცკში), "ბროლის ქოში" (1964, დაიდგა თბილისში); არის საქართველოში სიმფონიური ორკესტრის ერთ–ერთი ფუძემდებელი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დირიჟორის ჯემალ გოკიელის მამა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.80;  ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 117-118

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, თავმჯდომარე (1938-1942)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, პ/მგ მდივანი (1932-1934)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1941 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: