შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაალ გარაყანიძე![]()
ბიოგრაფიააღიზარდა არჩილ II-კარზე. ქართული კულტურის მოღვაწე, დიპლომატი. XVII საუკუნის 80–იან წლებში რუსეთში გაჰყვა არჩილს; იყო ალექსანდრე ბატონიშვილის სახლთუხუცესი; იბრძოდა ნარვასთან 1700 წელს, სადაც ტყვედ ჩავარდა; 1700–1707წწ. იგი ალექსანდრე ბატონიშვილთან ერთად იყო სტოკჰოლმსა და შვეციის სხვა ქალაქებში; მოსკოვში დაბრუნდა 1708 წელს; არჩილ II იგი საქართველოში გამოგზავნა; ქართლის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის სამხედრო–პოლიტიკური კავშირის დროს კახეთის მეფემ კონსტანტინე II რუსეთში ელჩად გაგზავნა; მოსკოვში ბერად აღიკვეცა, შემდეგ ნოვგოროდში გადავიდა, სადაც იოსებ სამებელის დასის წევრი გახდა და გადაწერა ქართული წიგნები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.555
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |