The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფატი გოკიელი-ანთაძე

ფატი გოკიელი-ანთაძე
ოფიციალური სახელი:ფატმან გოკიელი
დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1901
გარდაცვ. თარიღი:8 დეკემბერი, 1973  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1924 წელს.

1946-1949წწ. იყო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის უცხო ენების კათედრის გამგე და ფაკულტეტის დეკანი; კითხულობდა ლექციებს კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში, თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1928 წელს გამოაქვეყნა პირველი თარგმანი; თარგმნა ჰაინრიხ დენბურგის "პანდექსტების" ზოგადი ნაწილი (1928) და მოლიერის "ძალად ექიმი" (1936); მის ნაშრომთაგან აღსანიშნავია: "ბელინსკი და დასავლეთის რომანტიზმი" (1958), "XIX საუკუნის ქართული პრესა და საფრანგეთის პროგრესული პუბლიცისტიკა" (1961), "შუა საუკუნეების ფრანგული სოციალურ-პატრიოტული პოეზია" (1962); იკვლევდა ფრანგულ-ქართული  და რუსულ–ქართული კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიას; ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1948).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.81; მამულიშვილთა სავანე / ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ. - თბ., 1994. - გვ.108-109; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.110


გააზიარე: