The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა ბალავაძე

მარინა ბალავაძე
დაბადების თარიღი:11 ოქტომბერი, 1951
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 2015  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1975–1984წწ. იყო მოსკოვის საკავშირო კარდიოლოგიური ცენტრის უფროსი ლაბორანტი; 1980 წელს უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1985–1992წწ. თბილისის თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1988 წელს პროსპექტულ გამოკვლევათა განყოფილების ხელმძღვანელი; 1993 წლიდან სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის, პროფილაქტიკური კარდიოლოგიის ასპექტების, გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიული დაავადების და სხვა პათოლოგიების დროული დიაგნოსტირებისა და შემდგომი ადექვატური მკურნალობის პრობლემებზე. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებაღა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის იშემიური დაავადების გამოსავლენად სტანდარტული მეთოდების გამოყენება და რისკ–ფაქტორების კორექციის შესაძლებლობები, ამბულატორიულ პირობებში 40–49 წლის მამაკაცებს შორის", დაიცვა 1983 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.28; vidal.geწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.257

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ათეროსკლეროზის საერთაშორისო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების მედალი

გააზიარე: