შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პალადიონ ბარელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პერევისა, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს. 1942–1946წწ. იყო 198–ე მსროლელი დივიზიის მთავარი ექიმი; 1947–1949წწ. საავიაციო არმიის სამხედრო ნაწილის მთავარი ექიმი; 1949–1955წწ. საავიაციო არმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ოტოლარინგოლოგი; 1955–1968წწ. ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიის ოტოლარინგოლოგიის კათედრის დოცენტი; 1968–1969წწ. საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1969–1973წწ. პედიატრიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1963–1964წწ. სპეციალური დავალებით მივლინებული იყო კუბის რესპუბლიკის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში.; 1972 წელს იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა მთავარი ლარინგოლოგი. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. ყელ–ყურ–ცხვირის ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, სამედიცინო სამსახურის პოდპოლკოვნიკი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "О функциональной роли высших отделов центральной нервной системы при вестибулярном отборе", დაიცვა 1963 წელს ლენინგრადში. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.28 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |