Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნელი ბარნაბიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლესოზავოცკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1979 წელს. 1979–1984წწ. იყო შავი ჭირის საწინააღმდეგო საქართველოს სადგურის ექიმი; 1984–1990წწ. ამავე სადგურის ვირუსთა მუზეუმის გამგე; 1990–1992წწ. აღნიშნული სადგურის უფროსის მოადგილე; 1992 წლიდან განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა საწინააღმდეგო ცენტრის ვირუსულ ინფექციათა ეპიდემიოლოგიის განყოფილების გამგე; 1995 წლიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განყოფილების გამგე. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და დიაგნოსტიკის საკითხებზე. თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია ქართულ და რუსულ ენებზე. ექიმი–ვირუსოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რიფტის ცხელების სადიაგნოზო პრეპარატები და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა", დაიცვა 1990 წელს მოსკოვში. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.29 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |