The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დომინიკა ერისთავი

დომინიკა ერისთავი
Other name:განდეგილი  (Pseudonym)
Date of birth:9 November, 1864
Date of death:29 January, 1929  (at 64 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Writer, Poet, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სალომინაო ან ამაღლება, ახლანდელი ვანის რაიონი. 

პირველი ლექსი, "ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო", ილია ჭავჭავაძემ გაზეთ "ივერიაში" დაუბეჭდა 1893 წელს. თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიასთან", როგორც ქართული ენის კარგი მცოდნე (იყო პირველი კორექტორი ქალი). ამავე გაზეთში 1894 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობა "მუნჯი", რომელსაც მოჰყვა სხვა მოთხრობები ("გოგია", "იის კონა",  "გვირგვინი", "საშინელი ღიმილი", "ურწმუნო ბოშა" და სხვ). პატრიოტული მოთხრობის, "მარინეს" გამოქვეყნებისთანავე, 1897 წელს აღიარეს, როგორც ნიჭიერი ბელეტრისტი ქალი. მან დიდი ამაგი დასდო ქართველი ქალის უფლებების დაცვის საქმეს (წერილი "პატარა ერის დიდებულნი ასულნი" – "სახალხო ფურცელი", 1926 წელი № 478), ერთ-ერთმა პირველმა დააარსა "ქართველ ქალთა საზოგადოება", რომლის თაოსნობითაც გაიხსნა ერთგვარი სალონ-საჩაიე "ძმური ნუგეში" (შემოსავალს გადასცემდნენ I მსოფლიო ომის ფრონტზე მყოფთ). აღსანიშნავია განდეგილის მთარგმნელობითი მოღვაწეობაც, თარგმნა ჰაინრი ჰაინეს, კონდრატ რილეევის, მარქსიმ გორკის, ივან ტურგენევის, ალექსანდრ კუპრინის, ტარას შევჩენკოს, მარკიზ სონიესა და სხვების ნაწარმოებები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია თარგმანი ალექსანდრე გრიბოედოვის ''ვაი ჭკუისაგან''. განდეგილის ლექსებისა და მოთხრობების კრებული გამოქვეყნდა 1910 წელს, ლექსების კრებული -1918 წელს. განდეგილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბავშვო ლიტერატურაშიც, მან დაწერა და თარგმნა არაერთი უცხოური საყმაწვილო მოთხრობა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.551; სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და დემოკრატია: feminism-boell.orgყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.21

Member of Organizations

  • "ქართველ ქალთა საზოგადოება" , დამაარსებელი (1914-)
  • ჟურნალი "ნობათი" , რედაქტორი (1904-)
  • სალონი-საჩაიე - "ძმური ნუგეში", დამაარსებელი (1910-)

Bibliography

  • ლექსები. მოთხრობები (Author). - ტფილისი, ელექტრო-მბეჭდავი ამხ. "სორაპანი", 1910. - 231გვ.
  • მარინე : ისტორიული მოთხრობა განდეგილისა (Author). - თბილისი, გრ. ჩარკვიანის სტ., 1897. - 28გვ.
  • შეჩვენებული : პოემა ჩერქეზთ ცხოვრებიდან (Author). - ტფილისი, გაზ. "ივერიის" 63 N-ის 1894 წ. დამატება, 1894. - 16გვ.

Share: