| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დომინიკა ერისთავი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სალომინაო ან ამაღლება, ახლანდელი ვანის რაიონი. პირველი ლექსი, "ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო", ი. ჭავჭავაძემ გაზეთ "ივერიაში" დაუბეჭდა 1893 წელს. თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიასთან", როგორც ქართულო ენის კარგი მცოდნე ( იყო პირველი კორექტორი ქალი). ამავე გაზეთში 1894 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობა "მუნჯი", რომელსაც მოჰყვა სხვა მოთხრობები ("გოგია", "იის კონა", "გვირგვინი", "საშინელი ღიმილი", "ურწმუნო ბოშა" და სხვ). პატრიოტული მოთხრობის, "მარინეს" გამოქვეყნებისთანავე, 1897 წელს აღიარეს, როგორც ნიჭიერი ბელეტრისტი ქალი. მან დიდი ამაგი დასდო ქართველი ქალის უფლებების დაცვის საქმეს (წერილი "პატარა ერის დიდებულნი ასულნი"–"სახალხო ფურცელი", 1926 წელი № 478), ერთ-ერთმა პირველმა დააარსა "ართველ ქალთა საზოგადოება", რომლის თაოსნობითაც გაიხსნა ერთგვარი სალონ-საჩაიე "ძმური ნუგეში" (შემოსავალს გადასცემდნენ I მსოფლიო ომის ფრონტზე მყოფთ). განდეგილის ლექსებისა და მოთხრობების კრებული გამოქვეყნდა 1910 წელს, ლექსების კრებული–1918 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.551; სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და დემოკრატია: feminism-boell.org Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

