The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძე
Date of birth:12 January, 1926
Date of death:16 November, 2021  (at 95 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და გრაფიკის კლასები 1957 წელს.

1960-1963წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრაზე; 1967-1975წწ. წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხატვის კათედრის დოცენტი; 1975-2005წწ. იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. არის ილუსტრატორი წიგნებისა: "ვეფხისტყაოსანი", "შუშანიკის წამება", "სადღეგრძელო" (გრ. ორბელიანი), ვაჟა-ფშაველას 5 პოემა, "ფაუსტი"(გოეთე) და სხვ. მის მიერ შესრულებული ვრცელი პანოები ამშვენებს თბომავალს "შოთა რუსთაველი" და ფოთის საზღვაო პორტის ადმინისტრაციულ შენობას. 1980-იანი წლების დამლევს ცუცქირიძემ მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. 1998 წელს წიგნის მოყვარულთა საზოგადოებამ "არსი", 4 წიგნად გამოსცა მის მიერ დასურათებული "წმინდა ოთხთავი". არის შესანიშნავი პორტრეტისტი. მისი პირველი  პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო თბილისში, 1959 წელს. ამის შემდეგ მისი პერსონალური გამოფენები სხვადასხვა დროს მოეწყო მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში და არაერთ კერძო კოლექციაში. ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი; პროფესორი(1990). 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 386

Awards and Honors

  • 1974 - ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომი, საბავშვო წიგნის საუკეთესო გაფორმებისთვის
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Bibliography


Share: