შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერეკლე გამყრელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო–გეოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1956–1957წწ. საქართველოს ფერადი ლითონების საძიებო ტრესტი; 1957–1958წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლაბორანტი; 1961–1966წწ.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966–1975წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1975 წლიდან ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის ტექტონიკის, რეგიონული გეოლოგიისა და სეისმოტექტონიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1969-1996წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი; გეოლოგიურ–მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1984). 1988 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილება, აკადემიკოს-მდივანი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ. 546; geolinst.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |