Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ციციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1941 წელს. 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მდინარე დნეპრის გადალახვისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისთვის(მოწინააღმდეგის განუწყვეტელი საავიაციო და საარტილერიო თავდასხმის პირობებში მისი ხელმძღვანელობით 4 დღე-ღამეში 360 მეტრიანი სიგრძის ხიდი აიგო), მიენიჭა სსრ კავშირის გმირის წოდება(1943); 1945 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრაზე(1956 წლიდან ამ კათედრის გამგეა), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ეთნოგრაფიულ და არქეოლოგიურ ინსტიტუტში; 1970-1978წწ. იყო საქართველოს სახმშენის თავმჯდომარე; 1978 წლიდან საქართველოს კულტურისა და ბუნების, ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო–საწარმოო სამმართველოს უფროსია. აზომა და მეცნიერულად შეისწავლა ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 25 მონოგრაფია: "ქართული არქიტექტურის საწყისები", "უჯარმა", "თბილისი - არქიტექტურული ძეგლები", "საქართველო კულტურის ძეგლების დაცვა", ქართული ხელოვნების ისტორია", "ქართული არქიტექტურის ძეგლები" და სხვ. ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი(1959), პროფესორი(1960). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 384; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.131; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 127-130 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |