The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ციციშვილი

ირაკლი ციციშვილი
Date of birth:17 December, 1918
Date of death:4 May, 2001  (at 82 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
Category:Architect, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1941 წელს.

1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მდინარე დნეპრის გადალახვისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისთვის(მოწინააღმდეგის განუწყვეტელი საავიაციო და საარტილერიო თავდასხმის პირობებში მისი ხელმძღვანელობით 4 დღე-ღამეში 360 მეტრიანი სიგრძის ხიდი აიგო), მიენიჭა სსრ კავშირის გმირის წოდება(1943);  1945 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრაზე(1956 წლიდან ამ კათედრის გამგეა), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ეთნოგრაფიულ და არქეოლოგიურ ინსტიტუტში; 1970-1978წწ. იყო საქართველოს სახმშენის თავმჯდომარე; 1978 წლიდან საქართველოს კულტურისა და ბუნების, ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო–საწარმოო სამმართველოს უფროსია. აზომა და მეცნიერულად შეისწავლა ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 25 მონოგრაფია: "ქართული არქიტექტურის საწყისები", "უჯარმა", "თბილისი - არქიტექტურული ძეგლები", "საქართველო კულტურის  ძეგლების დაცვა", ქართული ხელოვნების ისტორია", "ქართული არქიტექტურის ძეგლები" და სხვ. ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი(1959), პროფესორი(1960).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 384; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.131; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.comომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 127-130

Member of Organizations

  • მსოფლიოს ძეგლთა დაცვის საზოგადოება ICOMOC, წევრი
  • ჟურნალი "ძეგლის მეგობარი", მთავარი ნრედაქტორი
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1946-)
  • საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების პრეზიდიუმი, თავმჯდომარე (1978-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი (1996-)

Awards and Honors

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1993 - ღირსების ორდენი
  • 1984 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1943 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • მედალი "ლენინგრადის დაცვისთვის"
  • მედალი "სტალინგრადის დაცვისთვის"
  • მედალი "პრაღის გათავისუფლებისთვის"
  • მედალი "მოსკოვის დაცვისთვის"
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (ორგზის)
  • მედალი "ოქროს ვარსკვლავი"

Bibliography


Share: