Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიამ ცისკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1982 წელს. 1982-1991წწ. იყო სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი; 1991-1998წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 1998-1999წწ. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 1999-2009წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; 2009-2010წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2005-2013წწ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი; 2010-2012წწ. გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მართლმსაჯულების ხელმისაწვდოომობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტი; 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან არასამეწარმეო იურიდიული პირი "სამართლის დარგებში და ფსიქო-სოციალურ აღზრდაში ცოდნის გაღრმავების მარიამ ცისკაძის ცენტრის" დამფუძნებელი და დირექტორი; ქართულ და გერმანულ ჟურნალებში გამოქვეყნებულია მისი სტატიები სამოქალაქო სამართლის საკითხებზე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 383; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდი: hcoj.gov.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |