The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი გამყრელიძე

გიორგი გამყრელიძე
Other name:გუგული გამყრელიძე
გრიგოლ ზოდელი  (Pseudonym)
Date of birth:4 November, 1903
Date of death:19 May, 1975  (at 71 years)
Burial location:მიუნხენი, გერმანია
Category:Translator, Writer, Poet, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზოდი, ჭიათურის რაიონი. 

სწავლობდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. დაამთავრა გერმანიაში ქ. კეთენის საინჟინრო ინსტიტუტის სამთო–საინჟინრო ფაკულტეტი 1927 წელს.

1937 წელს სამუშაოდ წავიდა ჩეხოსლოვაკიაში; 1941 წლს საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში; მუშაობდა ვაშინგტონის ბიბლიოთეკაში აღმოსავლური მხატვრული ლიტერატურის განყოფილებაში, რადიოსადგურ "ამერიკის ხმის" ქართულ განყოფილებაში; გ. გამყრელიძეს საქართველოში გამოცემული აქვს ლექსების კრებული "შემოდგომის ჭიანურები"(თბილისი, 1920) და "დალურსმული ხელები"(გრიგოლ ზოდელის ფსევდონიმით, ტბილისი, 1922); ჟურნალ "მეოცნებე ნიამორების" 1922 წლის 7 ნოემბრის ნომერში გრიგოლ ზოდელის ფსევდონიმით დაბეჭდილია მისი ლექსი "უცხო თვალები შუშაბანდში"; უცხოეთში გ. გამყრელიძემ გამოსცა კრებულები "ლურჯი მონოკლი" (პარიზი, 1932) და "გვიანი რთველი" (სანტიაგო დე ილე, 1960); ეს უკანასკნელი კრებული განიხილა გ. რობაქიძემ თავის წერილში "გვიანი რთველი" გიორგი გამყრელიძისა" ("ბედი ქართლისა", N39-40, პარიზი, 1962, გვ.59-62); 2011 წელს იგი ხელახლა დაიბეჭდა კონსტანტინე ზ. გამსახურდიას რედაქტორობით; 1963 წელს ვაშინგტონში გამოიცა გ. გამყრელიძის უკანასკნელი წიგნი "ლექსები, მოთხრობები, თარგმანები უცხო პოეზიისა და ორნიტოლოგიური ნარკვევები", რომელშიც ოცდახუთ ორიგინალურ ლექსთან ერთად შეტანილია უცხოელ ავტორთა (პოლ ვერლენი, არტურ რემბო, შარლ ბოდლერი, ფონ ჰოფმანსტალი, ჰაინრიჰ ჰაინე, იოჰ ან ვოლფგანგ გოეთე, ფრიდრიჰ შილერი, ჰერმან ჰესე, რობერტ ფროსტი...) ნაწარმოებების დედნებიდან შესრულებული თარგმანები; მათგან საგანგებო აღნიშვნის ღირსია ედგარ პოს "ყორანის" გ. განყრელძისეული თარგმანი. პოეტი ნაყოფიერად თანამშრომლობდა უცხოეთში გამომავალ ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებთან: "ბედი ქართლისა", "თავისუფალი ტრიბუნა", "კრებული" და სხვ. მეგობრობდა და მიმოწერა ჰქონდა ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან (გრიგოლ რობაქიძე, მიხაკო წერეთელი, ვიქტორ ნოზაძე, ნინო და კალისტრატე სალიები). 1972 წლიდან ცხოვრობდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.546; მაია ცერცვაძის ბლოგი: mtsertsvadze.blogspot.comქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 78

Bibliography


Share: