The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ცინცაძე

გივი ცინცაძე
Date of birth:18 April, 1933
Date of death:2021  (at 87 years)
Category:Scientist, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1957 წელს. 

1957-1961 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1961-1964 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის ასპირანტი; 1960-1965 წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ დოცენტად; 1965-1971 წწ. ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის დოცენტი; 1968-1970 წწ. მიავლინეს ტ. შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაორგანული ქიმიის კათედრაზე;  1971-1974 წწ. საქართველოს პოლითექნიკური ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე, ხოლო 1973-1992 წწ. ამავე ინსტიტუტის ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის გამგე;  1977-1986 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1986 წლიდან კი - ამავე ინსტიტუტის არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1992-1997 წწ. იყო ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი; 1995-1997 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1997-2004 წწ. ამავე ფაკულტეტის ზოგადი და ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე, 2002 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის კომპლექსნაერთების ქიმიიის ლაბორატორიის გამგე, 2008 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლითონების ციანატური, თიოციანატური და სელენოციანატური ნაერთების გამოკვლევა", დაიცვა 1971 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ.381; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.geსაქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.102; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.126

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-2021)
  • უკრაინის ტ. შევჩენკოს სხელობის ნაციონალური უნივერსიტეტი, საპატიო დოქტორი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის
  • 1990 - უკრაინის სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1987-1994 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "ლითონთა კოორდინაციული ნაერთები: სინთეზი-აღნაგობა-თვისება"

Share: