The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამუკა ცეცხლაძე

მამუკა ცეცხლაძე
Date of birth:27 October, 1960  (63 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1986 წელს.

1984 წელს მამუკა ცეცხლაძე მხატვრებთან - კარლო კაჭარავასთან, გია ლორიასა და გოგა მაღლაკელიძესთან ერთად აყალიბებს ჯგუფს "არქივარიუსი". 1985 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე მამუკა ცეცხლაძისთვის დროებით დათმობილ სახელოსნოში ყალიბდება ახალგაზრდა მხატვრების არაფორმალური გაერთიანება "X სართული". 1987 წელს "X სართულის" ჯგუფი სამუშაოდ გადადის მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოში, სადაც მამუკა ცეცხლაძე მხატვარ-დეკორატორად იწყებს მუშაობას. სხვა მხატვრებიც უერთდებიან ჯგუფს და ის "მარჯანიშვილის სახელოსნოს" სახელითაა ცნობილი (1991 წლის ჩათვლით). 1987 წელს შედგა ჯგუფის წევრების პირველი გასვლითი გამოფენა ბერლინში (აღმოსავლეთი ბერლინი). 1996 წელს იყო თბილისის თანამედროვე ხელოვნების I საერთაშორისო ბიენალეს კურატორი და მონაწილე. 2008 წელს დაასურათა ლევან გველესიანის წიგნი – "მოგითხრობთ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანს". პოემის გამოცემისათვის შეიქმნა სხვადასხვა ზომის 90-მდე ილუსტრაცია. იყო პროექტის "ჩრდილში" ავტორი; მხატვარია ფილმებისა: "ახალი წელი", "როდესაც ჩაიქროლებს, რაც ვერ ჩაივლის"; ქართულ პერიოდიკაში გამოქვეყნებულია მისი სტატიები. ეწყობა მისი პერსონალური გამოფენები. მხატვრის ტილოები დაცულია საქართველოს, უნგრეთის, გერმანიის, საფრანგეთის, აშშ-ის, რუსეთის, თურქეთის კერძო და სახელმწიფო კოლექციებში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-199. - გვ. 380;  ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 42-43


Share: