Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ გამყრელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1946 წელს; მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1950 წელს; მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1953 წელს. 1953-1955წწ. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1955-1988წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1998წწ. დიფერენციალური განტოლებებისა და მართვის თეორიის განყოფილების გამგე; 1999 წლიდან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მეცნიერი მრჩეველი. მეცნიერული ინტერესების სფერო: ტოპოლოგია და ალგებრული გეომეტრია. 1955 წლიდან ავითარებდა ოპტიმალურ კონტროლის თეორიას, რომელიც წარმოადგენდა მათემატიკურ მიდგომას თვითმფრინავებისა და რაკეტებისათვის ოპტიმალური ასაფრენი ბილიკის შექმნასთან დაკავშირებით. იგი არის დამფუძნებელი რედაქტორი მათემატიკური მეცნიერებების ენციკლოპედიისა (Encyclopedia of Mathematical Sciences). გამოქვეყნებული აქვს 100-მდე ნაშრომი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1953), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.195; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |