The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ცაბაძე

ლევან ცაბაძე
Other name:ლეონსიო
Date of birth:8 January, 1973  (51 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ასპინძა.

დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.

თამაშობდა რუსთავის "აზოტში" და თბილისის "გუმარში"; 1992 წლიდან არის საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი; 2002-ში იყო ეროვნული ნაკრების კაპიტანი; 1996-2004 წწ. თამაშობდა საფრანგეთში უმაღლეს საკლუბო დონეზე ("კასტრი","მონფერანი"); 1994-2002 წწ. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 31 მატჩი (12 – კაპიტნად, 9 ლელო); გადამწყვეტ მატჩში რუმინეთთან ხერხემლის ტრავმა მიიღო, მაგრამ მოედანზე დაბრუნდა და ლელოც გაიტანა. გადამწყვეტი ლელო გაიტანა 2002 წლის 13 ოქტომბერს რუსეთთან მატჩშიც, როდესაც საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა; 2004 წელს ფრანგ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა ფირმა GEO SECURITY (შპს "ლეონსიო"), რომლსაც 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა; 2011 წელს დაინიშნა თავდაცვის სამინისტროში სპორტის ინსტრუქტორად; 2013 წელს ასრულებდა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას; 2014-2018 წწ. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ევროპის ერთა თასის მფლობელი (გუნდის კაპიტანი, 2001).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 379; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.202

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს ჩემპიონი (ორგზის)

Share: