The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რამაზ ჩხიკვაძე

რამაზ ჩხიკვაძე
Date of birth:28 February, 1928
Date of death:17 October, 2011  (at 83 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. მონაწილეობდა მრავალ სპექტაკლსა თუ კინოფილმში, რადიო და ტელედადგმაში. როლები: ლეანდრო (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ვეფხია გაბიდაური (კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა), ქოსა მრჩეველი (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), მაქჰითი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა"), თედო (მ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები"), ფადინარი (ე. ლაბიშის "ჩალის ქუდი"), აკოფა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), კირილე მიმინოშვილი (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), შოშია (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვა. ახალი ეტაპია რ. ჩხიკვაძის შემოქმედებაში რეჟისორ რ. სტურუას დადგმებში მონაწილეობა, ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე"), აზდაკი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), რიჩარდ მესამე (უ. შექსპირის "რიჩარდ მესამე") და სხვ. ამ როლებმა მსოფლიო აღიარება მოუპოვა. პირველი კინოროლი "ჭრიჭინაში" ითამაშა, გადაღებულია ასამდე ფილმში: "ჭრიჭინა" (1954), "დღე პირველი, დღე უკანასკნელი" (1959), "წარსული ზაფხული" (1962), "ვედრება" (1967), "ლონდრე" (1967), "ნუცა" (1971), "ნერგები" (1973), "მთვარის მოტაცება" (1973), "ერთი ნახვით შეყვარება" (1975), "ჩირიკი და ჩიკიტელა" (1975), "სოფლის აშიკი"(1976), "ნატვრის ხე" (1977), "არევიკი" (1978), "ნაზარის უკანასკნელი ლოცვა"(1988), "აშუღ ყარიბი" (1988), "ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში" (1991), "შავი პრინცი"(2001) და ა.შ. 2006 წლის 28 თებერვალს რუსთაველის თეატრის წინ რამაზ ჩხიკვაძის ვარსკვლავი გაიხსნა. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 377; საქართველოს კულტურის სამინისტროს ვებგვერდი: mcs.gov.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.90

Member of Organizations

  • საქართველოს თეატრალური საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტი, წევრი
  • ფაზისის აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარების, მის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილის, ნაყოფიერი და აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1997 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1988 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1980 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1980 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1979 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1974 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 1974 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1973 - მოსკოვის მსოფლიო კინოფესტივალი, ოქროს მედალი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის
  • 1972 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • ლენინის ორდენი
  • სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია

Share: