Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლელა ბაქანიძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1979 წელს. 1979–1988წწ. იყო შავი ჭირის საწინააღმდეგო საქართველოს სადგურის განსაკუთრებით საშიში ვირუსული ინფექციების ლაბორატორიის ექიმი–ვირუსოლოგი; 1988–1992წწ. ამავე სადგურის ექიმი–ვირუსოლოგი; 1992–1998წწ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ელ. მიკროსკოპის ლაბორატორიის გამგე; 1998 წლიდან ამავე ცენტრის საინფორმაციო ცენრტის გამგე. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ვირუსების სტრუქტურას და მორფოლოგენეზს. დასტამბული აქვს ერთი მონოგრაფია. არის ექიმი–ვირუსოლოგი, მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ტოგა და რეტროვირუსის სტრუქტურა და მორფოგენეზი და შერეული ინფექციების პირობები", დაიცვა 1988 წელს მოსკოვში. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.30 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |