შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ბაქანიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს. 1984–1987წწ. იყო აკად. მ. წინამძღვრიშვილიოს სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1987–1989წწ. აკადემიკოს ე. ფიფიას სახელობის ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოს ექიმი–კარდიოლოგი; 1997 წლიდან რკინიგზის დეპარტამენტისა და მეცნიერებათა აკადემიის სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ექიმი თერაპევტი. ავტორია 7 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის თავისებურებანი სისხლის მიმოქცევის უკმარისობით გართულებულუ იშემიური დაავადების დროს", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.30
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |