The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიქტორ გოლცევი

Date of birth:28 July, 1901
Date of death:9 May, 1955  (at 53 years)
Category:Critic

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

სწავლობდა ბრიუსოვის სახელობის უმაღლეს ლიტერატურულ–მხატვრულ ინსტიტუტში 1923 წლამდე.

იყო ჟურნალ "დრუჟბა ნაროდოვის" რედაქტორი; 1923 წელს გამოაქვეყნა პირველი ნაწარმოები; XX საუკუნის 30–იანი წლების დასაწყისიდან გაიტაცა ქართულმა ლიტერატურამ; იყო ქართული ლიტერატურის კარგი მცოდნე და პოპულარიზატორი; ავტორია რამდენიმე წიგნისა და 50–ზე მეტი სტატიისა ქართული ლიტერატურის შესახებ; მანვე შეადგინა ანთოლოგია "ქართული პოეზია"(1949, რუსულ ენაზე); საგანგებო ნაშრომები მიუძღვნა შოთა რუსთაველის, დ. გურამიშვილის, ი. ჭავჭავაძის, ა. ყაზბეგის, ვაჟა–ფშაველას, ე. ნონიშვილის, ტ. ტაბიძის გ. ლეონიძის და სხვა თანამედროვე მწერალთა შემოქმედებას; იყო რედაქტორი, შემდგენელი, წინასიტყვაობის ავტორი და კომენტატორი ქართველ მწერალთა 80–მდე რუსულად გამოცემული წიგნისა; საქართველოში მოგზაურობის შედეგად დაწერილი აქვს მრავალი ნარკვევი, მათ შორის: "სავანე", "სინათლე"; ლიტერატურათმცოდნე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.86

Bibliography

  • სინათლე : ნარკვევი (Author). - თბილისი, საბლიტგამი, 1948. - 32გვ.

Share: