The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე გომელაური

ალექსანდრე გომელაური
Date of birth:22 September, 1907
Date of death:29 July, 1966  (at 58 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე 1929 წელს. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილსის მუშათა თეატრში 1927 წელს. 1928-1931 წლებში მიიწვიეს ახლადდაარსებულ თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში, სადაც მოღვაწეობდა 1931 წლებში. 1931-1933 წლებში დაკავებული იყო ქუთაისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში, ხოლო 1933 წლიდან გარდაცვალებამდე კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. შესრულებული აქვს 150–მდე როლი, მათ შორის: შვეიკი (ი. ჰაშეკის "გულადი ჯარისკაცი შვეიკი"), კაკუტა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), გიორგი (ი. ჭავჭავაძის "ჩატეხილი ხიდი"), თავადი მანუჩარი, გუბერნატორი, სმაგინი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია", "ნაპერწკლიდან"), კინტო და რუსი მუჟიკი (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), გრომოვი (ი. ვაკელის "შამილი"), გიჟუა და მოურავი (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ბობჩინსკი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ბანკირი (ვ. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"), როდრიგო, კაპულეტი (უ. შექსპირის "ოტელო" და "რომეო და ჯულიეტა") და სხვა. კინოროლებიდან აღსანიშნავია: სამხედრო ექიმი (1941, "ქალიშვილი გაღმიდან"), დევი (1955, "ცისკარა"), ომარაშვილი (1957, "ოთარაანთ ქვრივი"), ილია ჭავჭავაძე (1961, "გლახის ნაამბობი"). ალ. გომელაური საესტრადო ჟანრის ოსტატიც იყო და ხშირად ასრულებდა სკეტჩებსა და მინიატურებს. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.90; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.87

Awards and Honors

  • 1958 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1943 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: