The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ-ვალერიანო გამგებელი

ნუგზარ-ვალერიანო გამგებელი
ოფიციალური სახელი:ნუგზარ გამგებელი
სხვა სახელი:ვალერიანო
დაბადების თარიღი:5 ნოემბერი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: საჩხერის რაიონი, სოფელი ჭორვილა.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1987 წელს.

არის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის წამყვანი სოლისტი–ტენორი. შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: ბიზეს "კარმენი", ვერდის "რიგოლეტო", "ნაბუქო", "აიდა",  მასკანის "სოფლის ღირსება", ალბენისის "მერლინი", ვაგნერის "ლოენგრინი", პუჩინის "ტოსკა", "ბოჰემა", ტრიპტიხი ("მოსასხამი", "მონაზონი ანჟელიკა", "ჯანი სკიკი"), მალერის "სიმღერა დედამიწაზე", ბეთჰოვენის ოპერა "ფიდელიო" (საკონცერტო შესრულება), ასევე ტენორის პარტიები ვერდის "რექვიემში", ბეთჰოვენის IX სიმფონიაში. არის არაერთი კონკურსის გამარჯვებული: კალტანისეტის ბელინის სახელობის საერთაშორისო ვოკალისტთა კონკურსის დიპლომანტი(1980), ბარსელონას ფრანცისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან–პრის მფლობელი (1990), პამპლონის ხულიო გაიარხეს სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის I პრემია (1990), მადრიდის ვ. ალონსოს სახელობის კონკურსის ლაურეატი (1990), პამპლონის ხულიო გაიარხეს  სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის I პრემია (1993), პამპლონის ხულიო გაიარხეს სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის II პრემია და ხოსე კარერასის სპეციალური პრემია (1994).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.538


გააზიარე: