| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გამეზარდაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კაცხი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს. 1944 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის ასისტენტი; 1947–1951წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურის გამგე; 1953–1954წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1955 წელს ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის გამგე; 1956–1957წწ. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი; 1959 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრის გამგე. ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტიკის ისტორიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1959). ჟურნალისტ დალი გამეზარდაშვილის მამა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1977.–გვ.539; ხსოვნის ნათელი : პოეზია, პროზა, წერილები, თარგმანები : 3 ტომად, ტ. 1 /იდეის ავტ. და შემდგ. ელგუჯა მარღია. -თბ., 2013. -გვ.250; ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.43 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

