The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბარბარე გამრეკელი

ბარბარე გამრეკელი
Other name:ბაბო გამრეკელი
Date of birth:3 June, 1893
Date of death:15 October, 1970  (at 77 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა მოსკოვის ქალთა გიმნაზია და დრამატული კურსები 1911 წელს; 1915 წლიდან სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე; დაამთავრა გიორგი ჯაბადარის სტუდია 1920 წელს.

1913–1914წწ. იყო მოსკოვში კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებული თავისუფალი თეატრის მსახიობი; 1917 წლიდან მუშაობდა ქუთაისის თეატრში, თბილისის სახელმწიფო დრამისა და (1921 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი) მოზარდ მაყურებელთა თეატრებში; იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრთან არსებული დრამატული სტუდიის სასწავლო ნაწილის გამგე, თეატრის მუზეუმისა და ბიბლიოთეკის გამგე. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ფაიხოში (დიმიტრი ერისთავის "სამშობლო"), ისახარი (ალექსანდრე სუმბათაშვილის "ღალატი"), ცაბუ (შალვა დადიანის "ნაპერწკლიდან"), ქალიჯანი(შალვა დადიანის "ნინოშვილის გურია"), აგრაფინა (შალვა დადიანის "გუშინდელნი") და სხვ. გამოჩენილი ქართველი მომღერლის დავით გამრეკელისა და თეატრის ცნობილი რეჟისორის ბორის გამრეკელის და, მსახიობ ეფემია მესხის დისშვილი.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.542; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com


Share: