The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური
Date of birth:8 September, 1914
Date of death:24 December, 1995  (at 81 years)
Category:Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ–თბოტექნიკოსის კვალიფიკაციით 1936 წელს.

1938-1945წწ. მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1947-1959წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტის თბოტექნიკური განყოფილების გამგე; 1959-1965წწ. ამავე ინსტიტუტის თბოგადაცემისა და წვის განყოფილების გამგე; 1965-1983წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული და ზოგადი თბოტექნიკური კათედრის პროფესორი; პარალელურად იყო სოხუმის ფიზიკა–ტექნიკური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1987-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექციის მრჩეველი; მისი ძირითადი შრომები ეხება თბოგაცემის პროცესების ინტენსიფიკაციის ექსპერიმენტალურ შესწავლას, თბური ტუმბოს სისტემის გამოყენებას სამრეწველო და კომუნალურ ენერგეტიკაში, ატომური და ჰიდრავლიკური ელექტროსადგურების კომპლექსურ გამოყენებას ენერგოსისტემაში; მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ატომური ცენტრის შექმნაში, თბოელექტროცენტრალის აგებაში; მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საქართველოში თბოლტექნიკური მიმართულების რამდენიმე კვლევითი ლაბორატორია; მეცნიერი ენერგეტიკისა და ტექნიკური თბური ფიზიკის დარგში; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.90

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-1995)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მექანიკური და მართვის პროცესების განყოფილება, აკადემიკოს–მდივანი (1983-1987)

Awards and Honors

  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: