შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შაქრო გომელაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის საქალაქო სასწავლებელი 1904 წელს; სწავლობდა თბილისის დრამატულ სტუდიაში 1912-1913წწ. მონაწილეობდა ავლაბრის მუშათა თეატრის სპექტაკლებში; 1910 წლიდან ვ. გუნიამ მიიწვია თბილისის პოფესიულ დასში; 1910-1916წწ., 1919-1922წწ., 1924-1928წწ. მუშაობდა თბილსის თეატრში; 1916-1918წწ. ქუთაისის თეატრში, 1922-1924წწ. ბათუმის თეატრში; 1928 წლიდან იყო თბილისის კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებული თეატრის მსახიობი; შესრულებული აქვს მრავალი როლი, მათ შორის: ერეკლე (ა. წერეთლის "პატარა კახი"), ვილჰელმ კილმანი (ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"), პეპია ("ჩატეხილი ხიდი", ი. ჭავჭავაძის მიხედვით), იაგო (უ. შექსპირის "ოტელო"), კომისარი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"); გადაღებულია ფილმებში: "მე ვიტყვი სიმართლეს" (1957), "მამლუქი" (1958); მისი ხელმძღვანელობით II მსოფლიო ომის დროს ჰოსპიტლებსა და ფრონტის ხაზზე 300–ზე მეტი კონცერტი გამართა მსახიობთა ბრიგადამ; მიღებული აქვს ასხელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.91 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |