შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე გომელაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი მირზაანი. დაამთავრა სიღნაღის საქალაქო სასწავლებელი 1885 წელს; თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი 1890 წელს. მასწავლებლობდა ოზურგეთში, ზუგდიდში, სოფელ ტირძნისში, თბილისის ქართულ გიმნაზიაში, ძველ სენაკში, წინამძღვრიანთკარში, ბაქოში; ასწავლიდა ქართულ ენას თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1906-1926წწ. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებთან; თარგმნა ვ. კოროლენკოს, ა. ჩეხოვისა და გ. ჰაუტმანის თხზულებები; მის სახელმძღვანელოს – "სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლები", იყენებდნენ საშუალო სკოლებში; საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.91; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.34 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |