Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის გამრეკელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. 1922–1933წწ. იყო თბილისის, ბათუმის, სოხუმის, ფოთისა და ჭიათურის თეატრების მსახიობი და რეჟისორი; 1933–1938წწ. მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში რეჟისორად, 1939–1941წწ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, 1944–1977წწ. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში. დადგმული აქვს შემდეგი სპექტაკლები: გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია" (1935), "ლადო კეცხოველი" (1937), "კაპიტნის ქალიშვილი" (1937)– თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში; ვ. სარდუს "მადამ სან–ჟენი" (1939), ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე" (1940), კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები" (1941) –კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში; უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ–ალან", ვ. ცაგარეიშვილის "მზის დაბნელება", გ. ცაბაძის "სიმღერა სიყვარულზე", "კურკას ქორწილი"–ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში და სხვ. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: არმანი (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ოსმან–აღა (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), არსენა (მ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი"), ერეკლე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.542 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |