The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის გამრეკელი

ბორის გამრეკელი
Date of birth:2 May, 1900
Date of death:25 November, 1977  (at 77 years)
Category:Playwright, Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

1922–1933წწ. იყო თბილისის, ბათუმის, სოხუმის, ფოთისა და ჭიათურის თეატრების მსახიობი და რეჟისორი; 1933–1938წწ. მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში რეჟისორად, 1939–1941წწ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, 1944–1977წწ. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში. დადგმული აქვს შემდეგი სპექტაკლები: გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია" (1935), "ლადო კეცხოველი" (1937), "კაპიტნის ქალიშვილი" (1937)– თბილისის მოზარდ მაყურებელთა  თეატრში; ვ. სარდუს "მადამ სან–ჟენი" (1939), ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე" (1940), კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები" (1941) –კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში; უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ–ალან",  ვ. ცაგარეიშვილის "მზის დაბნელება", გ. ცაბაძის "სიმღერა სიყვარულზე", "კურკას ქორწილი"–ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში და სხვ. შესრულებული აქვს შემდეგი როლები:  არმანი (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ოსმან–აღა (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), არსენა (მ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი"), ერეკლე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.542

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1938 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: