შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ გომელაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მირზაანი, დედოფლისწყაროს რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო–მეტალურგიული ინსტიტუტი 1930 წელს. 1931-1933წწ. იყო ამიერკავკასიის სამთო–მეტალურგიული ინსტიტუტის სამთო–მექანიკური ფაკულტეტის დეკანი; 1932-1937წწ. მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალის გამდიდრების ლაბორატორიის გამგე; 1937-1941წწ. ტრესტ "ჭიათურმანგანუმის" სისტემაში მშენებლობების უფროსი; 1944-1957წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი; 1970-1977წწ. მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი; მისი ძირითადი შრომები ეხება სპილენძ–მოლიბდენის მადნების სელექციური ფლოტაციისა და კომპლექსური გამოყენების აგრეთვე მანგანუმის ღარიბი მადნებისა და შლამის გამდიდრება–გამოყენების საკითხებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; საქართველოს სსრ II-VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მეტალურგი, პროფესორი (1972). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.92; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3.-თბ., 1978.-გვ.213-214 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |