The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით გამრეკელი

დავით გამრეკელი
Date of birth:27 July, 1911
Date of death:29 November, 1977  (at 66 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1932 წელს; თბილისის  სახელმწიფო კონსერვატორია 1935 წელს.

1944–1952წწ. იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი (ბარიტონი); ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების პირველ დეკადაზე  მოსკოვში შეასრულა კიაზოს პარტია (ზ. ფალიაშვილის  "დაისი"); 1952 წლიდან გამოდიოდა როგორც საკონცერტო მომღერალი; მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგი. შესრულებული აქვს შემდეგი საოპერო პარტიები: მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), აბდულ არაბი (დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ევგენი ონეგინი, ელეცკი(პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), ჟერმონი და რიგოლეტო (ჯ. ვერდის "ტრავიატა", "რიგოლეტო"), ფიგარო (ჯ. როსინის "სევილიელი დალაქი"), ვალენტინი (შ. გუნოს "ფაუსტი"), ესკამილიო (ჟ. ბიზეს "კარმენი"), სილვიო (რ. ლეონკავალოს "ჯამბაზები") და სხვ. გადაღებულია ფილმში "ჯურღაის ფარი" (1944). მოსკოვის ვოკალისტთა პირველი საკავშირო კონკურსის გამარჯვებული (1938).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.542; მამულიშვილთა სავანე/ ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე/.- თბ., 1994. - გვ.95.

Awards and Honors

  • 1951 - რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1950 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1943 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: