შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გამრეკელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1932 წელს; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1935 წელს. 1944–1952წწ. იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი (ბარიტონი); ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების პირველ დეკადაზე მოსკოვში შეასრულა კიაზოს პარტია (ზ. ფალიაშვილის "დაისი"); 1952 წლიდან გამოდიოდა როგორც საკონცერტო მომღერალი; მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგი. შესრულებული აქვს შემდეგი საოპერო პარტიები: მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), აბდულ არაბი (დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ევგენი ონეგინი, ელეცკი(პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), ჟერმონი და რიგოლეტო (ჯ. ვერდის "ტრავიატა", "რიგოლეტო"), ფიგარო (ჯ. როსინის "სევილიელი დალაქი"), ვალენტინი (შ. გუნოს "ფაუსტი"), ესკამილიო (ჟ. ბიზეს "კარმენი"), სილვიო (რ. ლეონკავალოს "ჯამბაზები") და სხვ. გადაღებულია ფილმში "ჯურღაის ფარი" (1944). მოსკოვის ვოკალისტთა პირველი საკავშირო კონკურსის გამარჯვებული (1938). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.542; მამულიშვილთა სავანე/ ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე/.- თბ., 1994. - გვ.95. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |