The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ბაქრაძე

ნოდარ ბაქრაძე
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1934
გარდაცვ. თარიღი:ივნისი, 2015  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959–1965წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათოლოგანატომი; 1965–1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის დოცენტი; 1971–1978წწ. თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1978–1985წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა კათედრის პროფესორი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის გამგე; 1986 წლიდან ამავე ინსტიტუტის პოლიკლინიკური და გადაუდებელი დახმარების კათედრის გამგე. ავტორია 115 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 21 გამოქვეყნებულია საზღვარგარეთის პრესაში. იყო თბილისის საერო სამედიცინო ინსტიტუტის "ცოდნის" რექტორი. ექიმი პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის გამტარი სისტემის ნატიფი ჰისტოქიმიური ცვლილებების შესახებ გულის უკმარისობის დროს", დაიცვა 1964 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულის გამტარი სისტემის კლინიკურ–მორფოლოგიური ცვლილებების შესახებ მიკროკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.32; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.357

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, ვიცე–პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის მედალი

გააზიარე: