The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი გამრეკელი

ირაკლი გამრეკელი
Date of birth:17 May, 1894
Date of death:10 May, 1943  (at 48 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Painter

Biography

დსაბადების ადგილი: ქ. გორი.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში 1911–1917 წლებში, დონის როსტოვის სამედიცინო ინსტიტუტში  და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე 1915 წლიდან.

სამხატვრო განათლება მიიღო თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასთან არსებულ სამხატვრო კურსებზე; 1920 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართველ მხატვართა სურათების გამოფენებში; 1924 წელს გააფორმა ქართველ ფუტურისტთა ჟურნალი "H₂SO₄". 1923 წლიდან კ. მარჯანიშვილის მიწვევით მუშაობა დაიწყო მხატვრად შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში; 1926 წლიდან თანამშრომლობდა სანდრო ახმეტელთან; მხატვრულად გააფორმა შემდეგი სპექტაკლები: უ. შექსპირის "ჰამლეტი" (1925), ს. შანშიაშვილის "ანზორი" (1928), ბ. ლავრენიოვის "რღვევა" (1930), გ. რობაქიძის "ლამარა"(1930), შ. დადიანის "თეთნულდი" (1931), ფ. შილერის "ყაჩაღები" (1933), უ. შექსპირის "ოტელო" (1937) და სხვ. ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში–ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი" (1936), ა. ბალანჩივაძის "მთების გული" (1938). თამარ აბაკელიასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმ "არსენას" (მ. ჭიაურელი, 1937) დადგმაში. სცენოგრაფი, ქართული სათეატრო მხატვრობის ერთ–ერთი ფუძემდებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.543; ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 58

Awards and Honors

  • 1934 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: