შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1963წწ. მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში; 1963-1966წწ. მოსკოვის ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1967-1968წწ. პუშჩინოს ცილის ინსტიტუტის სტაჟიორი; 1968-1969წწ. თბილისის ბიოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.; 1969 მცენარეთა ბიო-ქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1989-1999წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2009 წლიდან იალიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომისა. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაცია თემა - "მცენარეთა ორგანელების დნმ-ის გამოკვლევა", დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "უმაღლეს მცენარეთა სატელიტური დნმ", დაიცვა 1980 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-1997. -გვ.39; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.186 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |