| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აქვსენტი გამსახურდია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე 1944–1948 წლებში. დაამთავრა მოსკოვის ა.ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1950 წელს. 1950–1952წწ. იყო სოხუმის ს. ჭანბას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ქართული დასის დამდგმელი რეჟისორი; 1952–1953წწწ. ფოთის თეატრის მთავარი რეჟისორი; 1958–1964წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მთავარი რეჟისორი; 1964 წლიდან მოსკოვის ცენტრალური საბავშვო, მოსკოვის მოზარდ მაყურებელთა, ვ. მაიაკოვსკის სახელობის აკადემიური სახელმწიფო თეატრების რეჟისორი; 1967–1976წწ. მოსკოვის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი; 1953–1955 წლებსა და 1982 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და კინოხელოვნების ინსტიტუტში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო ამავე ინსტიტუტის პრორექტორი 1990 წლიდან. პროფესორი (1990). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.543 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

