შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა გაგოშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1948 წელს. 1941–1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; 1948–1953წწ. იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორი; 1953 წელს ქუთაისის საოლქო გაზეთ "სტალინელის" რედაქტორი; 1953–1956წწ. ჟურნალ "საქართველოს კომუნისტის" განყოფილების გამგე; 1956–1957წწ. ჟურნალ "აგიტატორის" რედაქტორი 1957–1964წწ. საქართველოს კომუნისტური პარტიის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგის მოადგილე, ამავე განყოფილების გამგე 1964–1966 წლებში; 1966–1973წწ. ჟურნალ "საქართველოს კომუნისტის" რედაქტორი; 1973 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1981 წლიდან ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრის გამგე; ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის ისტორიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1976), პროფესორი (1982). მიღებული აქვს საბრძოლო და სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.528; ხსოვნისნათელიპოეზია, პროზა, წერილები, თარგმანები : 3 ტომად: ტ. 1 /იდეის ავტ. და შემდგ. ელგუჯა მარღია. -თბ., 2013. -გვ.263 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |