შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ გაგუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სენაკის რაიონი, სოფელი კოტიანეთი. დაამთავრა ქუთაისის საოსტატო სემინარია 1884 წელს. მუშაობდა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში (ნოსირი, წალენჯიხა, ხობი, ყულევი, ფოთი, სენაკი) მასწავლებლად; 1916 წელს იყო სენაკის მაზრის სახალხო განათლების მთავარი ინსპექტორი და ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი; 1918–1929წწ. სენაკის სამაზრო განათლების განყოფილების გამგე. 1901 წელს მისი მეურვეობით და ხარჯით სოფელ კოტიანეთში აშენდა სასკოლო შენობა და გაიხსნა სახალხო სკოლა, რომელიც ახლა მისი სახელობისაა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.530
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |