შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიანა ბაღათურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1982–1984წწ. იყო თბილისის N1 საავადმყოფოს ზოგადი რეანიმაციის განყოფილების ექიმი–რეანიმატოლოგი; 1984–1986წწ. მუშაობდა მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში; 1986–1990წწ. ამავე ინსტიტუტში გაიარა მიზნობრივი, დასწრებული ასპირანტურის კურსი კარდიოლოგიის პროფილით; 1990–1992წწ. იყო თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992 წლიდან ამავე ინსტიტუტის დიაგნოსტიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის. არის ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პარკუჭთა შუა ძგიდის დეფექტების ანატომო–ჰემოდინამიკური დიაგნოსტიკა ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით და დოპერექოკარდიოგრაფიით ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.32 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |