შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ბახუტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს. 1983 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1991 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ბიომედიცინის განყოფილების გამგე. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება იმუნომამოდულირებელი პრეპარატების მოქმედების მექანიზმების შესწავლასა და სხვა პრობლემებს. არის ექიმი ალერგოლოგ–იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პრეპარატ პლაფერონის იმუნომამოდულირებელი მოქმედება", დაიცვა 1986 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "პრეპარატ პლაფერონის იმუნომამოდულირებელი მოქმედება ექსპერიმენტსა და კლინიკაში", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.33 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |