შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზვიად ბახუტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: თეთრიწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1986 წელს. 1986–1988წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1988–1991წწ. მოსკოვის ა. ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1993 წელს საქართველოში პირველად შეასრულა აორტო–კორონარული შუნტირება. 2000 წლიდან დღემდე ჩაფიძის ცენტრის გულის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელია. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ძირითადად ეხება გულის იშემიური დაავადების ქირურგიული მკურნალობის პრობლემებს. არის გულ–სისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ხელოვნური სისხლის მიმოქცევით მიოკარდიუმის რევასკულარიზაციის დროს გართულებების რისკი მუცლის ღრუს ორგანოების მხრივ", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.34 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |