The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გაიოზ რექტორი

გაიოზ რექტორი
Date of birth:1746
Date of death:20 February, 1821  (at 75 years)
Category:Scientist, Educator, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი მაღარო.

დაამთავრა თბილისის სემინარია 1765 წელს, მოსკოვის სლავურ–ბერძნულ–ლათინური აკადემია 1778 წელს. ხელმძღვანელობდა თბილისის სემინარიას; მკვლევართა აზრით ის გვარად ბარათაშვილ–თაყაიშვილი, ვაგოშაშვილი ან ბარათაშვილი იყო; 1780–1782წწ. წლებში საგანგებო დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა მოსკოვში; 1782 წლიდან იყო  თელავის სემინარიის რექტორი; 1783 წელს აქტიურად მონაწილეობდა გეორგიევსკის ტრაქტატის მომზადებაში; 1783 წელს გაემგზავრა რუსეთში. იგი საქართველოში აღარ დაბრუნებულა.  იყო ერეკლე II–ის პოლიტიკის მიმდევარი და რუსეთის სამეფო კარზე იცავდა საქართველოს ინტერესებს. 1784–1793წწ. იყო "ოსეთის სასულიერო კომისიის წევრი", 1793–1799წწ. მოზდოკის, 1799–1808წწ. სარატოვისა და პენზის ეპარქიების ეპისკოპოსი, 1808 წლიდან გარდაცვალებამდე ასტრახანისა და სტავროპოლის მთავარეპისკოპოსი. 1796 წელს გაიოზ რექტორმა მოზდოკში დაარსა ქართული სტამბა, რომელმაც 1803 წლამდე იმუშავა. გაიოზ რექტორი არის სამასზე მეტი ნათარგმნი და ორიგინალური ნაშრომის ავტორი. აღსანიშნავია ანტონ I-ის "წყობილსიტყვაობის" წინათქმა(იამბიკოდ), იმავე ავტორის "ღვთისმეტყველების" საძიებელი, "ქრისტიანობრივი სწავლა ანუ ჭეშმარიტი სიტყვა ღმრთისა" და სხვ. გაიოზ რექტორის "ღრამმატიკა" (1789) წარმოადგენს ქართული ენის გრამატიკის პირველ ნაბეჭდ სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე. მან საფუძველი ჩაუყარა ოსური ანბანის შექმნას. აღსანიშნავია გაიოზ რექტორის ორიგინალური ნაშრომი "საქართველოს ისტორა" და მისი  გამოსვლები თბილისსა და თელავში, რომლებიც ორატორული მჭერმეტყველების ნიმუშად არის მიჩნეული. ლიტერატორი, მთარგმნელი, დიპლომატი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.534

Bibliography


Share: