შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაგდანა ბეთანელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს. 1985–1987წწ. იყო ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1987–1997წწ. იმავე ინსტიტუტის სისხლის გრავიტაციული ქირურგიის განყოფილების ორდინატორი; 1997 წლიდან ამავე ინსტიტუტის კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი და სამედიცინო აკადემიის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 2 საავტორო უფლება გამოგონებაზე, 6 რაციონალური წინადადება. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. არის ექიმი–კლინიკური ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პრეზიდენტის I ხარისხის სტიპენდიანტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სპლენექტომია, ჩვენებები, ტექნიკა, გართულებები", დაიცვა 1989 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "კუჭის რეზექციის შემდეგ გეოლენალური და პილორანტრალური ტაკვის ნაკერთა უკმარისობა", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.36 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |