| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიგა ბოკერია![]()
Biographyდაბადების ადგილ: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი კვალიფიკაციით ისტორიკოსი 1995 წელს; დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლისტერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1992-1993წწ. მუშაობდა გაზეთ "მიმომხილველში" ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ პოლიტიკური განყოფილების უფროსად; 1996 წელს ლ. რამიშვილთან, გ. თარგამაძესთან და დ. ზურაბიშვილთან ერთად დააფუძნა ლიბერალური საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების არასამეწარმეო და არაპარტიული საზოგადოება "თავისუფლების ინსტიტუტი"; 1989–1995წწ. სტუდენტური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერია; რადიო-გადაცემა "პიკის-საათის" პოლიტიკური მიმომხილველი(1993); 1995-1996წწ. გაზეთ "არგუმენტის" პოლიტიკური განყოფილების უფროსი; ტელეარხი "რუსთავი2"-ის გადაცემა "აქცენტების" ავტორი და წამყვანი(1996), საინფორმაციო პროგრამა "კურიერის" კორესპოდენტი; 1994 წელს იმყოფებოდა აშშ-ში სტაჟირებაზე და მუშაობდა მედისონის(აიოვას შტატი) ადგილობრივ გაზეთში; აქვს საგაზეთო სტატიები და რამდენიმე პუბლიკაცია რუსულ და ინგლისურ ენოვან გაზეთებში; 1996-2004წწ. "თავისუფლების ინსტიტუტი" - ადამიანის უფლებათა პროგრამების კოორდინატორი, უფროსი იურიდიული მრჩეველი; 2008-2010წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 2010-2013წწ. უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.41; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 96; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; civil.ge Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

