შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ გაბესკირია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1927 წელს. მისი პირველი ლექსები 1922 წელს გამოქვეყნდა გაზეთ "ბახტრიონში"; ლექსთა პირველი კრებული გამოიცა 1929 წელს. 1922 წელს იყო ფოთის გაზეთ "პონტოსის", 1924 წელს ბათუმის ჟურნალ "ისპირის" რედაქტორი; ვ. გაბესკირიას ლექსთა მომდევნო კრებულში(1939) შეპირისპირებულია ძველი და ახალი საქართველო, ხოლო 1949 წლის კრებულის ძირითადი თემაა მეორე მსოფლიო ომი. "ერთტომეულში" (1955) ლირიკული ლექსების გარდა შევიდა პოემები "ქეთევან წამებული", "შემთხვევა პიონერთა ბანაკში", "ნონია მესხი" და თარგმანები (ა. პუშკინი, მ. ლერმონტოვი, ნ. ნეკრასოვი, ა. მიცკევიჩი, ლესია უკრაინკა და სხვა). ქართულ სცენაზე წლების განმავლობაში იდგმებოდა მისი პიესები "ლაქაშებს შორის"(1929), "მათი ამბავი"(1938), "მარტოხელა" (1948-1949), "უფსკრულთან" (1953-1954), "გურიის მთები დაუთოვია"(1958), "შრიალებენ ვერხვები" (1960) და სხვ. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთების: "წითელარმიელის", "ფუხარას", "მუშის" და "კომუნისტის რედაქციებში. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის დრამატული სექციის ხელმძღვანელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.520; ქართველი პოეტები: ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ., 2021.- გვ. 73 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |