The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელისო ბოლქვაძე

ელისო ბოლქვაძე
Date of birth:2 January, 1967  (57 years)
Category:Musician, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1984 წელს; ასპირანტურა 1992 წელს.

1993-1996წწ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებში; ჰქონდა სოლო-კონცერტები (ძირითადად საზღვარგარეთ), ღია გაკვეთილები, კონცერტები სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მისი შესრულებით ჩაწერილია კომპაქტური დისკები "არტ ენდ ელექტრონიქსში" (1990), რომელიც კალიფორნიაში დაიბეჭდა; ხუთი კონცერტი ჯანსუღ კახიძესთან ერთად "Sony Clasical"-ში; "Radio France"-ში პარიზში გამოვიდა ლონგის კონკურსის ლაურეატების ჩანაწერი, რომელშიც მისი ფინალის კონცერტია ჩაწერილი (1995). პიანისტის შემოქმედების ბოლო წლები ავსტრიასა და საფრანგეთში უკავშირდება ცნობილ მუსიკოსს და პედაგოგს - მიშელ სონის, რომელთანაც იგი ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდ "SOS  Talents"-ის პროექტში. პიანისტი კონცერტებს მართავს მსოფლიოს პრესტიჟულ დარბაზებში - ევროპას, ამერიკასა და რუსეთში; იგი თანამშრომლობს გამოჩენილ დირიჟორებთან; ხშირად იწვევენ სიმფონიური სეზონების გასახსნელად საზღვარგარეთ  და ასევე საერთაშორისო ფესტივალებზე. არის ერთადერთი ქართველი პიანისტი, რომლის კონცერტები რეგულარულად გადაიცემა ცნობილ ფრანგულ მუსიკალურ არხ Mezzo-ზე; 2012-2020წწ. ა(ა) იპ "ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი ლირა" დირექტორი, (დამფუძნებელი); 2020 წ. საქართველოს  მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს: მუსიკოს-შემსრულებელთა ბახის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (ლაიფციგი) VI პრემია (1984), მუსიკოს-შემსრულებელთა ვიანა დე მოტას სახელობის ლისაბონის (პორტუგალია) X საერთაშორისო კონკურსის II პრემია (1987), ვან კლიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (ქ. ფორტ-უერთი, აშშ, 1989) ლაურეატი, პრიზი ფრანგული მუსიკის საუკეთესო ინტერპრეტაციისათვის (1994), მარგარიტა ლონგის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1995), ჟაკ ტიბოს სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1995), იუნესკოს მშვიდობის არტისტის წოდება (2015).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.- თბ., 1996-97. -გვ.41; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2020-2020)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)

Awards and Honors

  • 2019 - პრემია "საგურამო", მუსიკის დარგში
  • 2018 - ღირსების ორდენი
  • 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

Share: