The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ გაბიჩვაძე

დაბადების თარიღი:1850
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 1908  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფოლ ჩორჯოს სასაფლაო
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩორჯო, ამბროლაურის რაიონი (ყოფილი რაჭის მაზრა).

1871–1873წწ. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1875 წელს იყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი; 1876 წელს მის სახლში ორჯერ ჩატარდა დასავლეთ საქართველოს ხალხოსანთა კრება; 1876 წლის 6 ოქტომბერს დააპატიმრეს; 1888 წელს იმპერატორ ალექსანდრე III–ის ქუთაისში ჩასვლასთან დაკავშირებით გაასახლეს რაჭაში; მონაწილეობდა ქუთაისის ხალხოსანთა დრამატულ წრეში; შეადგინა "ქართული წერის დედანი"; 1885 წელს კოტე მესხმა მიიწვია  თეატრის დასში. მუშაობდა შავი ქვის მრეწველთა საბჭოში.  

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.520; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.459

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: