შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიკენტი გაბიძაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ცაგერის რაიონი, სოფელი ორხვი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1959 წელს. 1959–1961წწ. მუშაობდა უფროს ეკონომისტად ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში; 1961–1968წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1968–1970წწ. იყო საქართველოს საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკური მართვისა და დაგეგმვის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტში სახალხო მეურნეობის ოპტიმალური მართვისა და დაგეგმვის სექტორის გამგე; 1970–1974წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი; 1974 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატისტიკის კათედრის გამგე; 1992 წლიდან თბილისის ეკონომიკისა და სტატისტიკის ინსტიტუტის რექტორი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი(1986), პროფესორი(1886). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.521 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |